საქართველო

საქართველო, ლამაზი ქვეყანა

საქართველოში 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და სამოცდაათი ათას კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული.

ამ პატარა და ულამაზეს ქვეყანაში ერთმანეთის გვერდიგვერდაა მთები და ზღვა. 

საქართველოს ულამაზესი ბუნება აქვს. აქ ერთ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ ბუნების ისეთი ლამაზი და საოცარი ადგილები, რომელთა მსგავსი მთელს მსოფლიოში ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქვეყნებშია მიმოფანტული.

სულიერებით სავსე უფლის სახლები - ეკლესიები. დიდებული, უძველესი, უახლესი, ულამაზესი, უდიადესი. 

ყოვლადწმინდა სამების ტაძრები - საკათედრო - ელიას მთაზე, გერგეტის მთაზე - ყაზბეგში და კიდევ ბევრგან,  სვეტიცხოველი, ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარი, ფიტარეთი, ალავერდი.

წმინდა ადგილები,
წმინდა ნივთები,
წმინდა ნაწილები,
წმინდანთა საფლავები,
წმინდა ხატები, სასწაულთმოქმედი, საუკუნეების წინ შექმნილი.

ქართველი მოწამეები და საქართველოში დამპყრობლებთაგან წამებულები.

პრომეთეს მღვიმე - ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილი დედამიწაზე.

მთები - სვანეთის, რაჭის, ფშავი, ხევსურეთი, ყაზბეგი, თუშეთი.

ზღვისპირი - სოხუმი, ბათუმი, ბიჭვინთა, გაგრა, გონიო, ციხისძირი, მწვანე კონცხი... :) <3

მინერალური წყლები: ბორჯომი, ნაბეღლავი, სვანეთის უუამრავი მჟავე წყალი. თბილისის ცხელი გოგირდის წყალი, ჭრელი აბანოები. 

ეროვნული პარკები და ნაკრძალები. ბევრი, ბევრი. ... :)

მარტვილის კანიონი.
ქვაქანცალია.

მაღალი მთის სოფლები - სნო, უშგული - ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი მთელს ევროპაში! არც შვეიცარიაში, არც იტალიაში, არც საფრანგეთში, არც შოტლანდიაში, - მხოლოდ აქ, საქართველოში.

ულამაზესი ძაღლი - კავკასიური//ქართული ნაგაზი. აქ, საქართველოში!
უმაგრესი ჯიშის - ქართული ფუტკარი.
უმაგრესი ჯიშის - ქართული ცხვარი.

ძელქვა, ხე, რომელიც მხოლოდ საქართველოში იზრდება.
და ქართული ზამბახი - ულამაზესი ყვავილი, ნატიფი და ძლიერი, თაფლივით ტკბილი ან რაღაც ეგეთი სურნელით.

სასახლეები - ზუგდიდში, წინანდალში, სხვაგან, სხვაგან. და მათ გარშემო გაშენებული ულამაზესი, დიდი ბაღები. დიდრონი ხეებით და ულამაზესი ყვავილებით, უჩვეულო კომბინაციებით.

ჩანჩქერები - ულამაზესი, უსაოცრესი - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭაში, ლეჩხუმში, სხვაგან, სხვაგან. ..

ტბები - რიწა! ულამაზესი. სადა, მზეალიცლიცებული თბილისური ლისი და მთებ-დაყურებული კუს ტბა და ულურჯესი ტობავარჩხილი. - ულამაზესი ულამაზესთა შორის.  

საოცარი ხედები მთებში. ქვემოთ, სადღაც, შორს გადაშლილი მიდამო და სოფლები.

კოშკები - სვანეთში.

ნაძვის კევი - ნაძვზე. არის ეგეთი რამ სადმე? დანარჩენ მსოფლიოში.

ლამაზი დამწერლობა, ერთ-ერთი, მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის. 200 ქვეყანა და მხოლოდ 14 დამწერლობა. ერთ-ერთი ჩვენი. ყველა ასო - მომრგვალებული, არც ერთი - მთლიანად კუთხოვანი.

დინოზავრის ფეხის ნაკვალევი - აღბეჭდილი. და უძველესი ევროპელები - დმანისში აღმოჩენილი ქართველი ზეზვა და მზია.

ნიჭიერი ადამიანები - ცნობილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - პაატა ბურჭულაძე, ქეთი მელუა, ეთერ ჭკადუა, ქართველი მომღერლები, მხატვრები, მოცეკვავეები, დიზაინერები, მსახიობები, სპორტსმენები ( მოჭიდავეები, ძიუდოისტები, ) მოჭადრაკეები.

მშვენიერი ქართველი ქალები. არ ჩამოვთვლი. :)

ეს საქართველოა. :)

<3  We LOVE Georgia
Chven Gvikhvars Saqartvelo

No comments:

Post a Comment