Sunday, December 11, 2011

იური-დიული



იური ჩემი შეყვარებულია. ცოტა ხნის წინ გავიცანი. 

ვგიჟდები იურიდიულზე, სამართალზე, კანონებზე, კოდექსებზე, სამართლებრივ ლიტერატურაზე, ტერმინებზე, თავს ისე ვგრძნობ როგორც თევზი წყალში.


მასზე ბევი არაფერი ვიცი, უფრო სწორად, მგონია რომ ყველაფერი ვიცი, უბრალოდ, ჯერ  ოთახებში არ შემიხედავს. დავდივარ დერეფანში და აღტაცებული ვათვალიერებ მკაცრსახიან სურათებს - კანონებს.


არადა, თქვენ გგონიათ, ''კანონები'' მოსაწყენია?
მე, როგორც ჟურნალისტი, ვაცხადებ: სამართალი ძალიან საინტერესოა! უფრო აზარტული, ვიდრე ჟურნალისტიკა. და უფრო მიუწვდომელი, ვიდრე ჟურნალისტიკა. ჟურნალისტი ხელოვანია, რომელიც თავის ემოციებს საზოგადოებრივ ენაზე თარგმნის. იურისტი - აზარტული მოთამაშეა, რომელიც ან წყნარად ზის კაბინეტში, ან მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს. 


და ორივე მათგანი ძალიან, ძალიან ტკბება საკუთარი შემოქმედებით!
ალბათ, ამიტომ აღმოაჩენთ ბევრ ხელოვანს - როგორ ჟურნალისტებში, ისე - იურისტებში. მათ ცხოვრებით და საქმით ტკბობა უყვართ. 


მე კი, იდეაში, მინდოდა ამეღწერა რა რთულია ჟურნალისტი გოგოსთვის რეფერატების წერა და იურიდიულ თემებზე მუშაობა და რომ ვღელავ და ასე შემდეგ, და თურმე, სულ სხვა აზრები გამოვიდა საბოლოოდ.


I LOVE, იუ! :)

2 comments:

  1. რომანტიულია, დავამატებ : )

    ReplyDelete
  2. აი მე რომ ვერა და ვერ მივუდექი იურის როგორც ხელოვანს აგერ უკვე მეექვსე წელია? რა ვქნა, რა წყალში გადავხტე? :D იქნება რეფერატიც და ყველაფერიც იქნება, აი ნახავ :))

    ReplyDelete