Sunday, December 11, 2011

იური-დიული



იური ჩემი შეყვარებულია. ცოტა ხნის წინ გავიცანი. 

ვგიჟდები იურიდიულზე, სამართალზე, კანონებზე, კოდექსებზე, სამართლებრივ ლიტერატურაზე, ტერმინებზე, თავს ისე ვგრძნობ როგორც თევზი წყალში.


მასზე ბევი არაფერი ვიცი, უფრო სწორად, მგონია რომ ყველაფერი ვიცი, უბრალოდ, ჯერ  ოთახებში არ შემიხედავს. დავდივარ დერეფანში და აღტაცებული ვათვალიერებ მკაცრსახიან სურათებს - კანონებს.


არადა, თქვენ გგონიათ, ''კანონები'' მოსაწყენია?
მე, როგორც ჟურნალისტი, ვაცხადებ: სამართალი ძალიან საინტერესოა! უფრო აზარტული, ვიდრე ჟურნალისტიკა. და უფრო მიუწვდომელი, ვიდრე ჟურნალისტიკა. ჟურნალისტი ხელოვანია, რომელიც თავის ემოციებს საზოგადოებრივ ენაზე თარგმნის. იურისტი - აზარტული მოთამაშეა, რომელიც ან წყნარად ზის კაბინეტში, ან მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს. 


და ორივე მათგანი ძალიან, ძალიან ტკბება საკუთარი შემოქმედებით!
ალბათ, ამიტომ აღმოაჩენთ ბევრ ხელოვანს - როგორ ჟურნალისტებში, ისე - იურისტებში. მათ ცხოვრებით და საქმით ტკბობა უყვართ. 


მე კი, იდეაში, მინდოდა ამეღწერა რა რთულია ჟურნალისტი გოგოსთვის რეფერატების წერა და იურიდიულ თემებზე მუშაობა და რომ ვღელავ და ასე შემდეგ, და თურმე, სულ სხვა აზრები გამოვიდა საბოლოოდ.


I LOVE, იუ! :)

Monday, November 14, 2011

ფერადი ბუშტები, მფრინავი სახლი და აინშტაინი


აინშტაინი ფიქრობდა, რომ გრავიტაცია სამყაროს გამრუდების შედეგია.


მიყვარს დილა-ადრიანი.
არაფერია ისეთი მაგარი, როგორც დილით ადრე ადგომა.

დღეს ბევრი დრო არ მაქვს და ვერაფერსაც ვერ მოგიყვებით. სასწავლი, საწერი, დასაგეგმი... როგორ მიყვარს, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და როგორ არ მიყვარს, როცა ღამით არ მეძინება, თვალებდაჭყეტილი ვწევარ და რაღაც სისულელეებზე ვფიქრობ, საინტერესოზე, უინტერესოზე, გეგმებზე, წარსულზე, მომავალზე, მხიარულ ამბებზე, ადამიანებზე, ცეკვაზე, ვარჯიშზე.

ღამით დაძინების მაგივრად მეღვიძება. გაგიჟდება კაცი. სასაცილოა ისე, ნახევარი მსოფლიო ღამეებს ათენებს. არა, რა ნახევარი, 80-90% ალბათ. იშვიათი ნაწილი კი ადამიანურად იძინებს 10-ზე, 11-ზე, 12-ზე..

მოკლედ, ამას შევეშვათ. სულ სხვა რაღაცების დაწერა მინდოდა ამასწინათ. ალბათ, წინასწარ ვერ დაგეგმავ, აქ რა მოგეკლავიატურება. ეხლა წავედი, და ფეშქაშად ამ სიმღერას გიტოვებთ.

თბილი ზამთარი, ყავა, თბილი ჯემპრი.
ამ კვირაში კიდევ დავწერ ერთ პოსტს, ეხლა რაც გებაასეთ ეს ისე, ორშაბათის მოსალმება, ყავასთან მისაყოლებლად.

იუ თიუბ

Sunday, September 25, 2011

ენზიმები

კვირაობით ახალ პოსტს ვწერ ხოლმე. 
მინდა, რამე საინტერესოსა და ოდნავ ღირებულზე ვწერო.
ჩემი მეგობრები მეუბნებიან რომ ცოტა არ იყოს და, ფილოსოფოსი ვარ და კარგი იქნება, ასე ფილოსოფიურად თუ დავწერ.
მგონი, არ ღირს. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მე ძალიან, ძალიან მომინდება ჩემი ნააზრევი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ასე რომ არ მოხდეს, ნერვები მომეშლება. და მინდა ნერვების მოშლა?! :)

კვირა კარგი დღეა. 
თუმცა ეხლა ცოტა მოწყენილი ვარ და ვერაფერს ოპტიმისტურს ვერ დავწერ.
ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს და ნაცნობებს სჯერათ რომ მე ყველაზე მხიარული და უდარდელი, ცოტა არასერიოზული გოგო ვარ. რატომღაც - ამ ყველაფერთან ერთად - ჭკვიანი.
არადა, მე მინდა ჩუმად ვიყო ხოლმე და წყნარად მიავდევნო თვალი მოვლენებს ჩემს გარშემო.  
სამწუხაროდ, ფრიად სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ცოტათი სულელი და ცოტათი მოზერელოა. ეს კი იმის ბრალია, რომ სამყაროს შემეცნებაზე არ ფიქრობენ და რაც ყველაზე ცუდია, ამის სურვილი არათუ არ აქვთ, აზრადაც არ მოსვლიათ.

მე კი, ხანდახან, ძალიან მიჭირს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც სიღრმეებში წვდომა არ შეუძლიათ. გარშემო კი უმრავლესობა ასეთია. 
არ არის აუცილებელი ჭკვიანი იყო, მთავარია, შემეცნების სურვილი გქონდეს. მაშინ უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ.



ეს დღეები ძილის წინ თავში ერთი სიტყვა დამიხტოდა. ბოლოს ავდექი და ენციკლოპედიაში მოვძებნე : 
 ენზიმები - მოლეკულები, რომლებიც ცოცხალ სისტემებში ქიმიურ რეაქციებს აჩქარებენ.

Sunday, September 18, 2011

GEORGIA on my mind - საქართველო


ჩემი თითქმის პირველი  პოსტი უცნაურია და, საქართველოზეა. მე და შეიძლება თქვენც გეგონათ რომ პირად ამბებს მოგიყვებოდით, მაგალითად, რაზე მეცინებოდა კაფეში წინა დღეს და რატომ არ უნდა შემემჩნია; ან ჩემი რომელი მეგობარი უყურებდა რაგბის ამ დილით და ნეტავ რატომ წავაგეთ ინგლისთან, ვიშვიშ.
მე დღეს საქართველოზე გიამბობთ.

საქართველო
ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე.  
აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების მაკავშირებელი რგოლი. 
ადგილი, საიდანაც დაიწყო ევროპა. 
ჩრდილოეთ განედის 41-43 და აღმოსავლეთ გრძედის 40----- 46 გრადუსებს შორის.
სუბტროპიკულიდან ზომიერ სარტყელში გადამავალ კლიმატურ ზონაში.
ფართობი - 70 000 - სამოცდაათი ათასი კვადრატული კილომეტრი.
ყველაზე მაღალი მწვერვალი - შხარა, 5 000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, სვანეთში.
ყველაზე დაბალი წერტილი - შავი ზღვა - 0 მეტრზე, ზუსტად ზღვის დონეზე :)) 
ყველაზე გრძელი მდინარე - მტკვარი -  მთლიანი 1 500-ათას ხუთასიდან - 400 - ოთხასი კილომეტრი.
საქართველოს მესამედი ტყეებია.


მოსაზღვრე ქვეყნები: რუსეთი - რომელთანაც ყოფს კავკასიონი, სომხეთი და თურქეთი; აზერბაიჯანი - სულ 1 500- ათას ხუთასი კილომეტრი, და  დასავლეთით - ზღვა - 300 -  სამასი კილომეტრი
მეზობელი ქვეყნები - შავი ზღვის ნაპირებიდან :თურქეთისა და რუსეთის გარდა -  უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი.


მთავარი მდინარე - მტკვარი
სიგრძე 1 500- ათას ხუთასი კილომეტრი.  საქართველოში გადის მისი 500-ხუთას კილომეტრიანი მონაკვეთი.
იწყება  თურქეთში, გაივლის აღმოსავლეთ საქართველოს და აზერბაიჯანში ჩაედინება კასპიის ზღვაში.
 მასზე 4 - ოთხი მთავარი ჰიდრო ელექტრო სადგურია აშენებული - ზაჰესი, ორიც - ორთაჭალასა და მინგეჩაურში, და ერთიც - ჩითახევჰესი. ალბათ, ჩითაში :))
უერთდება  არაგვი, ალაზანი, იორი და სხვა მდინარეები.



მთლიანად ქართული - მთავარი მდინარე რიონი
სიგრძე 300-სამასი კილომეტრი.
იწყება  კავკასიონზე, გაივლის დასავლეთ საქართველოს და ფოთში - შავ ზღვაში ჩაედინება.ღირს ეს ადგილი ნახვად.
რიონსაც ბევრი შენაკადი მდინარე უერთდება, მათ შორის   ცხენისწყალი, ტეხური, ყვირილა.
ერთი სიტყვით, დასავლური მდინარეა.


საქართველოს ადმინისტრაციული რეგიონები მოიცავს
აფხაზეთს -აჭარას -გურიას-იმერეთს-კახეთს-მცხეთა-მთიანეთს (ო, რამდენი საყვარელი მთიანეთია აქ)-რაჭა-ლეჩხუმს, გაერთიანებულს ქვემო სვანეთთან-სამეგრელოს,-ზემო-სვანეთთან გაერთიანებულს - ასე ტერიტორიულად ხელსაყრელად სამართავია, ქვემო ქართლს
შიდა ქართლს, და სამცხე-ჯავახეთს
ამ მხარეებში ბევრი, ძალიან ბევრი საყვარელი, ულამაზესი, უძველესი, უმშვენიერესი ადგილი შედის.


ეხლა წავედი, ვახშამი მელოდება, მე კი მოგზაურობა მომინდა ამ გემრიელი (ამ წუთას ასე აღვიქვამ :)) ადგილების სანახავად.
როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, - სრულიად არაქართულად, - არივერდერჩი!
ან, ქართულად -
დ ღ ე --- მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა!

Monday, August 29, 2011

პირველი დღე : )

სალამი. 
მე ვარ. 
დიდხანს ვფიქრობდი გამეკეთებინა თუ არა ბლოგი, თითქმის ორი წელი ვიფიქრე. ვიცოდი, ძალიან შემიყვარდებოდა და არ მინდოდა მიჯაჭვული ვყოფილიყავი. ეხლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ვიცი ყველაფერს გავაკონტროლებ. ჰოდა, ბაც, სამ წუთში ბლოგიც გაჩნდა.

ვგრძნობ, ჰიაცინტის დღიურები თქვენც შეგიყვარდებათ. შეიძლება იმიტომ, რომ გულახდილი ვარ, ან სულაც, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მინდოდა, დღიურები ანონიმურად მეწერა, მაგრამ ვხვდები რომ - ვერ. ბევრი ნაცნობი მყავს და არცთუ ისე მიუხვედრელები. 

ჩემს დღიურებში ყველაფერზე  გიამბობ. ჩემზე, შენზე, ჩემი თვალით დანახულ სამყაროზე და ადამიანებზე, ამბებზე, რომლებიც ამბავსა და ამბავს შორის შეუმჩნევლად თამაშდება და იმაზეც, რაზეც ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს.

welcome!
კეთილი იყოს შენი მობრძანება ჰიაცინტის ბლოგზე !